LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოფელ ჭანჭათში, ქალბატონი გარდაიცვალა. მის 14 წლის შვილს უნდოდა დედის მონახულება, მაგრამ 3 დღეა გზა არ გაიწმინდა და გურამი ვერ ახერხებდა დედასთან მისვლას, შემდეგ ის მამამ ფეხით წაიყვანა, ასე მივიდა გურამი გარდაცვლილ დედასთან“ – ილია ღლონტი

377
2025-02-27_23-36-32_514752

ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებელი ილია ღლონტი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სოფელ ჭანჭათში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გვიყვება.

როგორც ილია ამბობს, 14 წლის გურამი გარდაცვლილ დედასთან მამასთან ერთად ფეხით მივიდა, რადგან გზა თოვლისგან არ გაიწმინდა.

„სოფელ ჭანჭათში, ქალბატონი გარდაიცვალა. მის 14 წლის შვილს უნდოდა დედის მონახულება, მაგრამ 3 დღეა გზა არ გაიწმინდა და გურამი ვერ ახერხებდა დედასთან მისვლას, შემდეგ ის მამამ ფეხით წაიყვანა. ასე მივიდა გურამი გარდაცვლილ დედასთან“, – ამბობს ილია ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.

„გრძელდება საგანგებო რეჟიმში მუშაობა, მობილიზებულია სპეცტექნიკა, შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი“ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

„თბილისში არ გვაქვს თოვლი, იმიტომ რომ „სმოგი“ გვაქვს, რაც ძალიან ცუდია“ – ნინო ჩხობაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g