LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს! მინდა, ვთხოვო, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ის ყველას ძლიერად და მხნედ სჭირდება“ – ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან

121
ანდრო ჭიჭინაძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ასევე ბათუმში დაკავებულ, მოშიმშილე თემურ ქათამაძეს მიმართავს.

ანდრო ჭიჭინაძის წერილს მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. მსახიობი ბათუმის აქციებზე დაკავებულ ქათამაძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:

თემურ ქათამაძის წერილი: „შიმშილობას გავაგრძელებ ბოლომდე, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე, ვინაიდან მიმაჩნია, „სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“

„ასევე უარს ვაცხადებ 15.02.2025-დან მიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში, ყოველდღიურად ექიმებთან კონსულტაციის გავლაზე და ანალიზების ჩატარებაზე“ – წერს თემურ ქათამაძე წერილში.

„მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს! მინდა, ვთხოვო, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ის ყველას ძლიერად და მხნედ სჭირდება“ – წერს ანდრო ჭიჭინაძე წერილში.

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსნებთ, რომ ბათუმის აქციების დროს დაკავებული, თემურ ქათამაძე 43-ე დღეა შიმშილობს.

ანდრო ჭიჭინაძის მიმართვა მოშიმშილე პატიმარ ბატონ თემურ ქათამაძეს. "მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს! მინდა ვთხოვო რო შიმშილობა შეწყვიტოს, ის ძლიერად და მხნედ ჭირდება ყველას! 28.02.2025 წ. ა.ჭიჭინაძე" 🇬🇪

Posted by Tornike Migineishvili on Friday 28 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g