თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა. მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს.
„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა მათ უთხრა, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, „სუს-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.