ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპა ერთად მუშაობს, რათა დამყარდეს მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად.
„ჩვენ ვგრძნობთ ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის, ჩვენი ხალხის, როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის და ჩვენი დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ, ერთად ვმუშაობთ ევროპაში, რათა შევქმნათ მყარი საფუძველი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობისთვის ნამდვილი მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად.
ევროპის ერთიანობა განსაკუთრებულად მაღალ დონეზეა, ისეთი, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა.
ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს და უკრაინის სამართლიანი მშვიდობის პირობებს. უახლოეს მომავალში მზადდება მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და გადაწყვეტილებების სერია.
მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის ძალისხმევისთვის, უკრაინაში სტაბილური და გარანტირებული მშვიდობის დამყარებისკენ. ერთობლივ ძალას შეუძლია დაიცვას ჩვენი მომავალი“, – აცხადებს ზელენსკი.