მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo რძის ფასის რეიტინგი განაახლა.
მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, 127 ქვეყანას შორის საქართველო 31-ე ადგილზე მოხვდა.
რეიტინგიდან ირკვევა, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის რძე ყველაზე ძვირი საქართველოშია – 1 ლიტრი, საშუალოდ, 1.81 დოლარი ღირს, ყველაზე იაფი კი – თურქეთში (111-ე ადგილი), სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 92 ცენტს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, 1 ლიტრი რძე სომხეთში (46-ე ადგილი) 1.57 დოლარი, აზერბაიჯანში (71-ე ადგილი) – 1.30 დოლარი, რუსეთში (109-ე ადგილი) – 95 ცენტი ღირს.
მსოფლიოში რძე ყველაზე ძვირად – 3.56 დოლარად გაიანაში იყიდება. აღნიშნული პროდუქტი ყველაზე იაფი – 45 ცენტი ტუნისში ღირს.