„კიევის რეჟიმის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებმა თეთრ სახლში კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიმართლე, რომ კონფლიქტის მოგვარებისადმი რუსეთის ღიაობას წინ ეღობება კიევის მხრიდან სურვილის უქონლობა“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს:
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის და რეალური პრობლემების გადასაწყვეტად
„დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება გაივლის და წინ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„მთელი რუსული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტ პუტინის სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესისადმი რუსული მხარის ღიაობის მიუხედავად, მთელ ამ კეთილ ზრახვებს ეწინააღმდეგება კიევის რეჟიმის მხრიდან სურვილის უქონლობა, მხარი დაუჭიროს ასეთ დინამიკას. ჩვენ ეს სრული ძალით ვნახეთ ვაშინგტონში“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვის მტკიცებით, დასავლეთში არის „ომის პარტია“, რომელსაც სურს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება.
„რჩება ქვეყნების ჯგუფი (დასავლეთში), რომლებიც წარმოადგენენ “ომის პარტიას” და აცხადებენ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით“. – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.