LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას უჩერებს

190
დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაჩერა უკრაინისთვის გაწეული ყველა სახის სამხედრო დახმარება.

როგორც Bloomberg-ი და Fox News-ი იუწყებიან, დახმარების პროცესში „პაუზა“ გასტანს მანამ, სანამ ტრამპი დაადგენს, რომ უკრაინის ლიდერებს გულწრფელად სურთ მშვიდობა.

ამასთან, CNN-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ პაუზა გავრცელდება აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობაზე, რომელიც ამჟამად უკრაინაში არ არის.

„პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორებიც ამ მიზნის ერთგულები იყვნენ. ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს უწყობს გადაწყვეტას“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა.

„ეს არაა დახმარების სრული შეწყვეტა, ეს არის პაუზა“. – ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის ამ სიტყვებს Fox News-ი ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, თეთრი სახლის კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დახმარების პროცესში „პაუზა“ არის პირდაპირი პასუხი გასულ კვირას ზელენსკის თეთრ სახლში ქცევაზე. ოფიციალური პირების თქმით, შეჩერება, შესაძლოა, გაუქმდეს, თუ ზელენსკი გამოავლენს ვალდებულებას უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებისადმი.

„უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად – ჩვენი ტერიტორიები და ღირებულებები არ იყიდება“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კვლავ ჩავა აშშ-ში, თუ ტრამპი მიიწვევს კონსტრუქციული დიალოგისთვის და რეალური პრობლემების გადასაწყვეტად

ცნობისთვის, მანამდე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ტრამპს ჰკითხეს გავრცელებულ ცნობებზე, რომ იგი განიხილავდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, რაზედაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე ჯერ არც უსაუბრია.

„ამაზე ჯერ არც მისაუბრია. ვნახოთ რა მოხდება. ახლა, ამ მომენტში ბევრი რამ ხდება, სამხედრო თვალსაზრისით. ახლა შეიძლება პასუხი გაგცეთ, მერე ჩემს ოფისში, მშვენიერ ოვალურ ოფისში დავბრუნდე და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველებულია“. – თქვა ტრამპმა ბრიფინგზე.

დონალდ ტრამპი: უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის – სამხედრო დახმარების შეჩერებაზე არც კი მისაუბრია, ვნახოთ რა იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g