LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰააგის პოლიცია ჩართულია, ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე“ – იუმორისტი მიშა ანდღულაძე ამბობს, რომ ნიდერლანდებში უცნობი პირები დაესხნენ თავს

556
მიშა ანდღულაძე

იუმორისტი მიშა ანდღულაძე აცხადებს, რომ  ნიდერლანდებში უცნობი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც მიშა ანდღულაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, ჯგუფი წინასწარ იყო მომზადებული.

„ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, [„ქართული ოცნების“] ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა. ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. მითუმეტეს, ვინც იღებდა ის… რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი, ჯოჯოხეთია სრული.

მანამდე პროკურატურაში მქონდა საქმე, სთენდაფის ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი. ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ. ადრეც იყო ჩემზე თავდასხმები, საქართველოს პროკურატურამ ძალიან კარგად გამოიძია ეს საქმე და დაიბარეს ის ადამიანები. შემდეგ მე დამიბარეს და მითხრეს, რომ შეგიძლია ქუჩებში თავისუფლად იარო და არაფერი გემუქრებაო.

ახლა რაც მოხდა, თითქოს რელიგიურ ხუმრობას ეხებოდა, მაგრამ შემდეგ პოსტი რაც დადეს, თითქოს მე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს რუსები ვეძახე და ამიტომ გამისწორდნენ, ეს არის გამიზნული ტყუილი. მე წინასწარ დასკვნებს ვერ გავაკეთებ. ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს“, – ამბობს მიშა ანდღულაძე.

3 მარტს, სოციალურ ქსელში ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. პოსტის ავტორი წერდა, რომ კადრებზე აღბეჭდილია, რომ ადგილობრივი ქართული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუმორისტ მიშა ანდღულაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g