LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat-ის თანამშრომლები რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის გამო გაიფიცნენ

104

Fiat-ის თანამშრომლები რონალდუს „იუვენტუსში“ გადასვლის გამო გაიფიცნენ. საქმე ისაა, რომ ფეხბურთელის „რეალიდან“ გამოსყიდვა 105 მილიონი ევრო დაჯდა, რაც ქარხნის თანამშრომელთა აზრით სრულიად უაზრო ხარჯია. „ფიატელები“ ფიქრობენ, რომ ფინანსური კრიზისის დროს, მაშინ როცა მათ ძალიან უჭირთ – ფეხბურთელის ტრანსფერში ამხელა თანხა არ უნდა იხარჯებოდეს.

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფკავშირი Union Sindacale di Base თვლის, რომ ჰოლდინგი Exor, რომლის შემადგენლობაშიცაა Fiat და Ferrari, ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. კომპანიები მუდმივად პირობას დებენ, რომ ახალი მოდელის გამოსვლით სიტუაცია გამოსწორდება, თუმცა როგორც ჩანს, პირობა მხოლოდ პირობად რჩება და არაფერი იცვლება. თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ჰოლდინგის ფული წარმოებაში უნდა ჩაიდოს და არა ფეხბურთელის ყიდვაში.

აღსანიშნავია, რომ საწარმოს მიერ დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა 8000 აღწევს და ისინი მუშაობის გაგრძელებას ჯერ-ჯერობით არ აპირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები