მეტეხის ხიდზე ავტომობილი მტკვარში გადავარდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში გვითხრეს, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდარის შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე – „ქალაქის პრობლემები“ გავრცელდა.