LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელებმა სარბოლო ჰიპერქარს „გრძელი კუდი“ დაამატეს

41

ბრიტანელებმა სარბოლო ჰიპერქარს „გრძელი კუდი“ დაამატეს. ბრიტანულმა ატელიე Lanzante–მ McLaren P1 Gt–ის longtail–ვერსია წარმოადგინა. ავტომობილი, რომელმაც განსხვავებული უკანა მხარე მიიღო, ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები უცნობი კლიენტის დაკვეთით შექმნეს. უნიკალური ჰიპერქარი სარბოლო კუპე P1- GTR–ის ბაზაზე ააწყეს და მისი ძარა მთლიანად განაახლეს. ხოლო, განიცადა თუ არა მოდიფიკაცია მოდელის ტექნიკურმა მახასიათებლებმა, ამას მწარმოებელი ჯერ–ჯერობით არ ასაჯაროებს.

ჩვეულებრივი McLaren P1 GTR ჰიბრიდული აგრეგატით, 3,8 ლიტრის მოცულობის ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. მოდელს 1000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია და 0–დან 100 კმ–ს 2,5 წამში კრეფს. სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე კი 362 კმ/სთ–ია.

შეგახსენებთ, რო 2016 წელს Lanzante–მ სუპერჰიბრიდის P1 GTR–ის საგზაო ვერსია გამოუშვა და მას P1 LM უწოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები