„სმენის მსოფლიო დღე“ გლობალური კამპანიაა, რომელიც სმენის დაცვასა და სმენის დაქვეითების პრევენციას ეძღვნება. კამპანიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საინფორმაციო კვირეულით უერთდება, რომლის სლოგანიცაა: „შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“ მიზანი კი სმენის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სმენის პრობლემების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
კვირეულის ფარგლებში, სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებას სთავაზობს საგანმანათლებლო და განმარტებითი შინაარსის ვიდეო/აუდიო მასალას, რომელიც მთელი კვირის განმალობაში (3-7 მარტი) ეტაპობრივად განთავსდება თსსუ-ის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე.
ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალა პასუხს სცემს ყველაზე აქტუალურ კითხვებს:
🔹 რა იწვევს სმენის დაქვეითებას?
🔹 როგორ ამოვიცნოთ სმენის პრობლემები?
🔹 როდის მივმართოთ ექიმს?
🔹 როგორ დავიცვათ ყურის ჰიგიენა?
🔹 როგორია ხმაურის გავლენა სმენაზე?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს მთელ მსოფლიოში 1.5 მილიარდ ადამიანს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები. აქედან, 60%-ის თავიდან აიცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკით და მკურნალობით.
ხმაურის მაღალი დონე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ახალგაზრდებში სმენის პრობლემების განვითარებას უწყობს ხელს.
„შეამცირე ხმაური, გაუფრთხილდი სმენას!“