LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren 18 ახალ მოდელს გამოუშვებს

58

McLaren მომავალი 7 წლის განმავლობაში 18 ახალ მოდელს გამოუშვებს. ავტომწარმოებელმა მომავალი წლების გეგმა დააანონსა და ავტომოყვარულებს საინტერესო მოდელებს დაპირდა.

18 ახალი სუპერქარი ბაზარზე ეტაპობრივად გამოვა და ყველა მათგანი ჰიბრიდი იქნება. ახალი გეგმის ფარგლებში McLaren ახალ ცენტრსაც ააშენებს და პროექტისთვის 50 მილიონი ფუნტია გამოყოფილი. კომპანია გეგმავს, რომ ავტომობილის კომპონენტთა 57% დიდ ბრიტანეთში შექმნას, რაც მათ ხარისხს ერთი-ორად გააუმჯობესებს. 2025 წლისთვის ბრიტანული მარკის 18 ახალი მოდელი უკვე მზად იქნება, რაც წარმოებას 75%-ით გაზრდის და წელიწადში 6000 მოდელს გაუტოლდება. გარდა მოძრაობის მახასიათებლების გაუმჯობესებისა, McLaren გეგმავს, რომ კომფორტიც მაქსიმალურად გაზარდოს და კლიენტებს ისეთი სერვისები შესთავაზოს, რგოორიცაა – კიბერშეტევისგან დაცვა, ინოვაციური კლიმატკონტროლი და სატრანსპორტო საშუალებების ამომცნობი სისტემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები