LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია და ივანკა ტრამპების ბრენდული ომი – „დიორი“ „ოსკარ დე ლა რენტას“ წინააღმდეგ

209
მელანია და ივანკა ტრამპების ბრენდული ომი - „დიორი“ „ოსკარ დე ლა რენტას“ წინააღმდეგ

ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ქალიშვილის, ივანკას დაპირისპირებაზე მედია დიდი ხანია წერს. დასავლური გამოცემები ხშირად ადარებენ ერთმანეთს ორი გავლენიანი ქალის სტილსა და იმიჯს და დღემდე დავობენ, ვისი სტილი უფრო ორიგინალურია. ამჯერად ტრამპების ბრენდული ომი კონგრესში გაგრძელდა, სადაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ორივე ქალბატონი დარბაზიდან ადევნებდა თვალს.

მელანია ტრამპი ბრწყინავდა „დიორის“ ბრენდის ორეულში, მას ნაცრისფერი პიჯაკი და ქვედაბოლო ელეგანტურ შარფთან ჰქონდა შეხამებული, რომელიც თავის მხრივ ქამრის ქვეშ იყო მოქცეული. გაშლილი თმითა და მინიმალური მაკიაჟით, მელანია ანათებდა. რაც ეხება ივანკა ტრამპს, ის კონგრესში მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად მივიდა. მას „ოსკარ დე ლა რენტას“ მუქი ლურჯი ორეული ეცვა, რომელსაც ულამაზესი ხელნაკეთი ყვავილი ამშვენებდა.

პირველი ლედი ჰალსტუხით – მელანია ტრამპი „რალფ ლორენის“ სამოსში

მოდური პირველი ლედი – მელანია ტრამპი თვითმფრინავის ფონზე და ავტომობილში პოზირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები