LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „ვინც ამ ჰიმნს მღერით და გვლანძღავთ! ვინც ეთანხმებით დათო [ტორნადოს] ამაზრზენ საქციელს, პირადად გვაყენებთ შეურაცხყოფას, იგივეს მიიღებთ! ვინც დამრჩით მეგობრებში და იწონებთ ე. წ. ჰიმნის ჩანაფიქრს, აორთქლდით აქედან!“

1126
სოფო ბედია

ცოტა ხნის წინ, მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რმა, მიშა მესხმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ის იხსენებს 3 მარტს მომხდარს, რა დროსაც მიშა მესხმა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტსა და მუ­სი­კოს დათა (ტორ­ნა­დო) გა­ბუ­ნი­ას ფი­ზი­კუ­რად და სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ვიდეო: „112-ში დარეკა, სოფო ბედიას ქმარმა მცემა, დროზე მოდითო… სადაც იგივე განმეორდება, ტორნადო გაბუნია მონაგონი იქნება“ – რას ჰყვება მიშა მესხი მუსიკოს დათა გაბუნიასთან დაპირისპირებაზე

მიშა მესხის აღნიშნულ ვიდეომიმართვას ასევე „ფეისბუკში“, სტატუსით ეხმიანება მისი მეუღლე, სოფო ბედიაც და წერს:

„ეს მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ მიშა მოძალადე და ქუჩაში თავდამსხმელია!!! ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი და არასოდეს არაფერს ვწერდი!!! ყველას ვუფრთხილდებოდი, იქითაც და აქეთაც!!! ჩვენ კიდე არავინ, მათ შორის ის კოლეგა-მეგობრები, ვინც ამ ჰიმნს მღერით და გვლანძღავთ!!! ვინც თავები ამოიცანით და ეთანხმებით დათო (ტორნადოს) ამაზრზენ საქციელს (ქალებს, დედებს და ყველას, ვინც ადამიანურად ვაზროვნებთ) პირადად გვაყენებთ შეურაცხყოფას, იგივეს მიიღებთ!!!

ვინც დამრჩით მეგობრებში და იწონებთ ე. წ. ჰიმნის ჩანაფიქრს, აორთქლდით აქედან!!! არც მე არ მიღირხართ მეგობრებში!!! სოფო ბედიას ქმრის დედ. ტ@.. ს ( შვილმკვდარი დედის, რომელიც გამწარებულია და იმას მიგინებს!!! განა@ვით ჩემი მეგობრობიდან!!! ის მბეჭდავი (კლავიატურის ლომები) ვირთხები კიდე ყურებზე ხახვს ვერავის დააჭრით!!! ფარჩაკებო!!! ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას (ნამდვილ ადამიანებს) ბოლომდე ვითმენდი ამათ თავგასულობას!“, – წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში.

„იგინებოდა, აგრესიული იყო, შემდეგ ეცადა თავისი ცნობილი სიმღერით „ოლე ოლათი“ მაინც გამოვეყვანე მდგომარეობიდან – რატომ უნდა ვიყო დაკავებული, როცა პატრულმა შეგვარიგა?“ – რას ამბობს მიშა მესხი მუსიკოს დათა გაბუნიასთან დაპირისპირების შესახებ

შეგახსენებთ, 3 მარტს, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს და მუ­სი­კოს დათა (ტორ­ნა­დო) გა­ბუ­ნი­ას ქუ­ჩა­ში ფი­ზი­კუ­რად და სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს. მოგვიანებით გავ­რცე­ლდა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას მომ­ღე­რალ სოფო ბე­დი­ას ქმა­რი, მიშა მეს­ხი და­ეს­ხა თავს, რაც თა­ვად მეს­ხმა „ფე­ის­ბუქ­ზე“ და­ა­დას­ტუ­რა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g