LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვსურს არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის სამუდამოდ დასრულება

162
ზელე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინას ომის სამუდამოდ დასრულება სურს.

„გვქონდა გულწრფელი დიალოგი მრავალ საკითხზე და უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ჩვენს ხედვაზე. გვაქვს უკრაინის საკითხზე ევროპის ერთიანობის იმედი და ვმუშაობთ ამისთვის. ჩვენ ყველას გვსურს ჩვენი ხალხისთვის უსაფრთხო მომავალი. არა ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, არამედ ომის სამუდამოდ დასრულება. ჩვენი კოორდინირებისა და აშშ-ის ლიდერობის წყალობით ეს სავსებით რეალურად მისაღწევია. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, როგორი წვლილი შეიტანა გერმანიამ უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერებაში და რაც მთავარია, ათასობით ადამიანის დაცვაში. ვხედავთ, როგორ შეიძლება ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდა. ვიმუშავებთ. მადლობა მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g