LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, ივანიშვილი წკეპლით სცემს უშიშროების მინისტრს და გომელაურს“ – ალეკო ელისაშვილი

219
ელისაშვილი

ალბათ, ივანიშვილი წკეპლით სცემს უშიშროების მინისტრს და გომელაურს, – აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ქართველი ოლიგარქი განრისხებულია.

„ამათ სახელმწიფო არ ადარდებთ. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მომსახურების სააგენტო. ძალიან გაცოფებული იქნება ივანიშვილი. წკეპლით სცემს, ალბათ, უშიშროების მინისტრს და გომელაურს.

მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ბაჩიაშვილი ივანიშვილისთვის. ბოლო სვლა რაც ჰქონდა დარჩენილი, ციხეში გამოკეტვა იყო. ეს გაუსხლტა ხელიდან. ძალიან გამწარებული იქნება ივანიშვილი დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g