LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში ვცხოვრობთ“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

132
ანდრო ჭიჭინაძე

ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში ვცხოვრობთ, – აღნიშნულის შესახებ დაპატიმრებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, , როგორ შეიძლება ეს იყოს ორგანიზებული დანაშაული, როდესაც სასამართლოზე გაიცნეს ერთმანეთი.

„არ მქონდა არანაირი მოლოდინი, მაგრამ ჩემთვის მაინც მძიმე დღე იყო.
ვცხოვრობთ ამ ტყუილში, უსამართლობაში და ტერორში. ეს ტერორია მეტი, რა არის ტერორი.

ყოველ დღე ვუყურებთ ცემა ტყეპას, დაჭერებს, ჯარიმებს არაადეკვატურს. რა ხდება ჩვენს თავს, რისი გულისთვის დაიჭირეს ეს ბიჭები. არცერთი ბიჭი დამნაშავე არ არის, არავის, არაფერი არ უმტკიცდება…

სრულიად უდანაშაულოები არიან ბიჭები, არც უმტკიცდებათ არაფერი, როგორ შეიძლება ეს იყოს ორგანიზებული დანაშაული, როდესაც სასამართლოზე გაიცნეს ერთმანეთი”, – ამბობს ლიკა გუნცაძე.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g