ბებიის, ვალენტინა ასიტაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას, მისი შვილიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ ასქროლავთ. ქვეყანას, სადაც ადამიანი ასეთი ბრუტალური სიკვდილით კვდება ვიღაცის უბრალოდ დაუდევრობის და გაუმართაობის გამო, არასოდეს, არაფერი არ ეშველება. პირველსავე შესაძლებლობას ჩავეჭიდები რომ ისე წავიდე აქ არასოდეს დავბრუნდე,“ – წერს თამო მჭედლიშვილი.
ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ, 5 მარტს, ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.
ერთ-ერთი მათგანი, ვალენტინა ასიტაშვილი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.