ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი ვალენტინა ასიტაშვილია.
მისი ოჯახი სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს ჩვენი ოჯახისთვის უმძიმესი დღეა. გუშინდელ უბედურ შემთხვევას შეეწირა უკარგესი ადამიანი-დეიდა ჩემი, დედაჩემის ალალი და-ვალენტინა ასიტაშვილი. კეთილი ადამიანი, დედა, და, ბებია, დეიდა, მეუღლე, მეგობარი, ნათესავი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ძალიან გვატკინე გული. მოულოდნელი და უმძიმესი ტრაგედია ყველასთვის ვინც კი გიცნობდა. უაზრო სიკვდილი და კიდევ ერთი სახელმწიფოს გულგრილობის და უპასუხისმგებლობის მსხვერპლი. ძალიან გვიყვარხარ და მოგვენატრები
პანაშვიდი პარასკევს და შაბათს, გასვენება კვირას 3 საათზე“, – წერენ ახლობლები.
ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ, 5 მარტს, ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.
ცნობისთვის, ამავე ადგილზე მსგავსი შემთხვევა, 2023 წელსაც მსხვერპლით დასრულდა.
