LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

208
გორი, ავარია

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც.

ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, გუშინ მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. მათივე განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები