ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაზიანდა ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი სამგზავრო მიკროავტობუსი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
