ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. Aktual.ge-ს ინფორმაციით, ბავშვმა ავტომობილი მშობლისგან მალულად წაიყვანა და ავარიაში მოყვა. ის ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
