ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
