LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – ექიმების თქმით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

140
შსს

დღეს ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, 6 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.

ინფორმაციას, „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა. როგორც კლინიკაში „სამხრეთის კარიბჭეს“ უთხრეს, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მოზარდი ექვსი წლისაა, არაფერი სერიოზული, ზედაპირული დაზიანებები აქვს და ცოტახანს დავაკვირდებით კიდევ“ ,- განუცხადეს სააგენტოს კლინიკაში.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები