LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვის ხოცავთ ხალხო, ვის გაზრდილ შვილებს ხოცავთ, ვის ოჯახებს ამწარებთ?!“ – გორში დაღუპული დედა-შვილის ნათესავი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

338
2026-07-16_00-20-27_249752

გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­ა­ვა­რი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი დედა-შვი­ლის ნა­თე­სა­ვი, ირმა ამ­ბარ­დნიშ­ვი­ლი „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ეთერ­ში მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

„რო­გორც თვითმხილ­ვე­ლებ­მა თქვეს, მძღოლს მან­ქა­ნა­ში ეჯდა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ორი, მას­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი დე­ი­დაშ­ვი­ლი.

ისი­ნი სას­წრა­ფოდ გა­ა­რი­და ად­გი­ლი­დან. ვი­თხოვთ მათ და­კა­ვე­ბას – ადა­მი­ა­ნის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლით უნდა აღიძ­რას მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე. გა­იქ­ცნენ და მი­ა­ტო­ვეს – იქ­ნებ ეცო­ცხლა?! რა­ტომ არ გად­მო­ვიდ­ნენ, რა­ტომ არ აღ­მო­უ­ჩი­ნეს დახ­მა­რე­ბა?!
გა­იქ­ცა, მერე ურ­ჩი­ეს ეტყო­ბა ოჯახ­მა შუქი არ იძი­ო­სო. ერ­თმა აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და­ფა­რა.

გინ­და ავ­ტო­მა­ტი გა­და­გი­კი­დი­ათ და გივ­ლი­ათ და გინ­და მთვრა­ლებს გივ­ლი­ათ. ვის ხო­ცავთ ხალ­ხო, ვის გაზ­რდილ შვი­ლებს ხო­ცავთ, ვის ოჯა­ხებს ამ­წა­რებთ?

უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ა­ტო­ვეს და გა­იქ­ცნენ“, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლის ნა­თე­სა­ვი.

ცნობისთვის, 13 ივლისს, გორში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ქალაქის ცენტრში, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა, ახალგაზრდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 წლის გოგო კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა“ – გორში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

„დავიღუპე, ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს, ჩემი ანგელოზი მართა… როგორ გიხაროდა! როგორ ჩქარობდი ახალ ბინაში გადასვლას“ – რას წერს გორში ავარიის დროს გარდაცვლილი დედა-შვილის ახლობელი

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები