მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გორში, ავტომობილი ქვეით დედა-შვილს დაეჯახა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
„ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს და მის 3 წლის გოგონას დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა და შვილი კლინიკაში გარდაიცვალნენ.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.
