გორში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ჯიპის” ტიპის ავტომანქანა ქვეით დედა-შვილს დაეჯახა. დაშავებულები გორის კლინიკებში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. დაკავებულია მანქანის მძღოლი და მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
