კოლეჯი „ლაკადა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ელექტროობის პროგრამის სტუდენტი ლუკა გელოვანი.
კოლეჯი „ლაკადა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ელექტროობის პროგრამის სტუდენტის, ლუკა გელოვანის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს“, – აღნიშნულია „ლაკადას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მაინც წახვედი? მაინც მიგვატოვე. ეს არის შენი ჩემდამი დაპირებები და ჩვენი მიზნები? აქ მთავრდება ჩვენი მოგონებები? არ მჯერა. ისევ მინდა, შენს მოღიმარს და მდუმარებით სავსე თვალებს ჩავხედო. მაგრამ მე შენ ეს ბედნიერება წამართვი, შენ წახვედი. მიყვარხარ და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მეყვარები. ჩემო ანგელოზო ბიჭო, ჩემი ძმა ხარ, იყავი და იქნები მანამ, სანამ ვიცხოვრებ ამ წუთისოფელში“, – წერს ლუკას მეგობარი გიორგი ჭკადუა.
„ჩემო სიცოცხლე ძამიკო, ვერ ვიჯერებ, რა უსამართლობაა ცხოვრება,
ღმერთო. არ არსებობს სიტყვები რომ ეს ტკივილი გადმოვცე. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი.
ჩემო უსასრულო ტკივილო ბაჭო, ახლა ლუკაც შენთან წამოვიდა, ჩვენ რა გვეშველება უთქვენოდ“, – წერს ეთო ჭკადუა სოციალურ ქსელში.