არ გადადოთ ხვალისთვის ის საქმე, რომლის გაკეთება დღესაც შეგიძლიათ.
მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია თვალის აღების და ენერგოველის დაბინძურების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა ძველ პარტნიორთან შერიგებისა და ურთიერთობის აღდგენისთვის.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების დაწყებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, სუვენირებისა და საჩუქრების შეძენისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, ლომს, მორიელს და მერწყულს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. კარგი დღეა თვალების და ვენების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი. გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.