გიბრალტარული კლუბი ფეხბურთელებს ხელფასს კრიპტოვალუტით გადაუხდის.
”გიბრალტარ იუნაიტედი” პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც გადახდის ამ მეთოდს მიმართავს. კლუბის მფლობელი, პაბლო დანა კრიპტოვალუტა Quantocoin-ის ერთ-ერთი ინვესტორია, ამიტომ გადაწყვიტა ფეხბურთელებს ანაზღაურება ამ ფორმით გადაუხადოს.
ცვლილება ძალაში 2018-19 წლების სეზონიდან შევა.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”გიბრალტარ იუნაიტედი” 1943 წელსაა დაარსებული, კლუბმა უეფას სერტიფიკაცია მხოლოდ 2013 წელს გაიარა.