LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ასობით სასტუმროში უფასოდ იცხოვრა და თაღლითობისთვის დაიჭირეს

106
55cc8386d61bce03dfe824f38b5b0aef,af92296c

გერმანიაში ქალი 15 წლის განმავლობაში სასტუმროებში უფასოდ ცხოვრობდა და თაღლითობისთვის დაიჭირეს. ამის შესახებ გამოცემა Bild წერს.

58 წლის კანონდამრღვევი ქალაქ შვერინში დააკავეს. დიუსელდორფელი ტურისტი სასტუმროში რამდენიმე დღით გაჩერდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ საკრედიტო ბარათი დაკარგა. ამასთან, სასტუმროში ერთი ღამის საფასური 500 ევრო იყო.

პერსონალმა იეჭვა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ამიტომ პოლიციას მიმართა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ქალი 15 წლის განმავლობაში სასტუმროებში ცხოვრობდა და ცხოვრების ღირებულება არასდროს დაუფარავს. ასეთი ტრიუკის ჩატარება მან 100-ზე მეტჯერ მაინც შეძლო.

გერმანიის მოქალაქე დააკავეს, თუმცა სასჯელის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები