LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ჩატარდება ვორქშოპი „როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში“

630
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღონისძიებების ორგანიზებას აგრძელებს. ამჯერად, 18 და 19 მარტს, ორდღიანი ვორქშოპი ჩატარდება, რომელზეც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაიგებენ, თუ როგორ შეუძლიათ კონკურენტული უპირატესობის მოპოვება. შეხვედრას ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი დანიელ მათერი გაუძღვება.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად განიხილონ შემდეგი საკითხები:

  • როგორ ამოიცნოთ საკუთარი კომპანიის კონკურენტული უპირატესობა;
  • როგორ დაარწმუნოთ მომხმარებელი პროდუქტების, მომსახურების სარგებლიანობაში;
  • რა სტრატეგიებს მიმართოთ საკუთარი განმასხვავებელი ნიშნის პოზიციონირებისთვის;

გარდა ამისა, გაიგებთ, თუ რას ეძებს თქვენი ბიზნესის სამიზნე სეგმენტი, რაშია თქვენი კომპანია განსაკუთრებით ძლიერი, რა უპირატესობები აქვთ კონკურენტებს და სხვა.

დანიელ მათერი ვორქშოპს ინგლისურ ენაზე ჩაატარებს, ხოლო მსურველებისთვის ქართულ ენაზე სინქრონული თარგმანი იქნება უზრუნველყოფილი.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის – იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, კურსები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g