კინოსა და თეატრის მსახიობი ნანული სარაჯიშვილი დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემას „შუადღე“ სტუმრობდა.
გადაცემაში, რომლის მთავარი თემაც ბავშვობის თამაშები იყო, ნანული სარაჯიშვილმა საკუთარი წარსული გაიხსენა და თქვა, რომ ის ბავშვობაში კალათბურთელი იყო:
„არ დამცინოთ, ბავშვობაში კალათბურთელი ვიყავი…
მწვრთნელები ბავშვების შესარჩევად სკოლებში დადიოდნენ, ჩვენთან რომ მოვიდა, სულ მაღალი გოგოები იყვნენ, მე ბოლოში ვიდექი, დაიძახა: „ეს სამი გოგო მარჯვნისაკენ“ და გაიყვან.
გული დამწყდა, ძალიან მინდოდა, სპორტი მიყვარდა, ჩემმა ფიზკულტურის მასწავლებელმა უთხრა: „დაბალი კი არის, მაგრამ სწრაფია და გამოგვადგება და წაიყვანეო“. იმ დღიდან დავიწყე – სკოლებში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. კარგად ვთამაშობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ერთი ვარჯიში არ გამიცდენია“, – გაიხსენა ნანული სარაჯიშვილმა.
😀🏀❤️ “არ დამცინოთ … კალათბურთელი ვიყავი” | ნანული სარაჯიშვილი ბავშვობის თამაშებზე😀🏀❤️ “არ დამცინოთ … კალათბურთელი ვიყავი” | ნანული სარაჯიშვილი ბავშვობის თამაშებზე
Posted by შუადღე • Shuadge on ორშაბათი, 10 მარტი, 2025