ნანული სარაჯიშვილი „იმედის“ გადაცემას „ნოესთან“ სტუმრობდა და ისაუბრა დისშვილისადმი განსაკუთრებულ სიყვარულსა და მზრუნველობაზე:
„მე მაინც ყველაფერი ღვთის ნება მგონია, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო… მოხდა ისე, რომ და გარდამეცვალა, ახალგაზრდა და დარჩა პატარა შვილი, 9 წლის. მე გავზარდე. ის ჩემი შვილია, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო. მე ასე ვფიქრობ, რომ ირაკლი უნდა გამეზარდა. ახლა ჰყავს მეუღლე და ორი შვილიშვილი…“
