„ცვალებადი ნიშნების” მსახიობი ნია გუგავა „ნეტგაზეთთან” თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტაზე საუბრობს.
„თუ საბოლოოდ იქამდე მივა საქმე, რომ რექტორიც მოაწერს ხელს ამ გადაწყვეტილებას და სტუდენტებს გარიცხავენ, დანარჩენი სტუდენტები არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. ეს უნივერსიტეტი არის ჭაობი, დიდი ხანია იყო და ახლა უფრო კარგად გამოაჩინა საკუთარი სახე. ჩვენ შევეცდებით, რომ სამართლიანობა როგორც ქვეყანაში გვინდა აღვადგინოთ, ისე ჩვენს უნივერსიტეტში, და დავამსგავსოთ უნივერსიტეტი, უნივერსიტეტს,” – ამბობს ნია გუგავა.
გუშინ, 9 მარტს ათობით გაფიცული სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმეს. სტუდენტების ინფორმაციით, დღეს 10 მათგანს უნივერსიტეტმა სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა.
სლაიდზე ნია გუგავას ფოტო: პუბლიკა