გორის გვირაბში მსუბუქი ავტომანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.