LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალი, რომელსაც ყველა ელის – დევა კასელი შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

158
page

როგორც ცნობილია, დევა კასელი ახალ სერიალში, იღებს მონაწილეობას. „ლეოპარდის“ პირველი სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა უკვე შედგა. ახლახან მონიკა ბელუჩისა და დევა კასელის 20 წლის ქალიშვილმა „ინსტაგრამზე“ სერიალიდან საოცრად შთამბეჭდავი კადრები გააზიარა.

ცნობისთვის, დევას პარტნიორობას მისი რჩეული, სოლ ნანნი უწევს. სერიალში მოქმედება სიცილიაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში დიდგვაროვანი ფაბრიციო სალინაა, რომელიც ურთულესი არჩევანის წინაშე დგება, დათანხმდეს თუ არა ქალიშვილის ქორწინებაზე ქონების გადასარჩენად, თუ მისცეს მას უფლება არჩევანი სიყვარულით გააკეთოს.

სერიალი იტალიელი მწერლის, ჯუზეპე ტომაზი დი ლამპედუზას ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ის ეკრანებზე მიმდინარე წლის მარტში გამოვა. აღსანიშნავია, რომ 1963 წელს ლუკინო ვისკონტიმ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ალენ დელონი ასრულებდა.

ულამაზესი დევა კასელი „დიორის“ წულის ქვედაბოლოში სპექტაკლის პრემიერაზე

დევა კასელმა სერიალის, „ლეოპარდის“ პრემიერაზე შეყვარებული გამოაჩინა

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილი, დევა თვალწარმტაც ფოტოსესიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები