LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს, ანგრეულ-გაფარჩაკებულია“

121
კახა კალაძე

„გამიჭირდება გიპასუხოთ ოპოზიციის ნაცვლად თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ მათი შიშებიც მესმის – არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ წაგებულ ბრძოლაში შემოვიდნენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებისთვის მზადება დაწყებული აქვს.

„გამიჭირდება გიპასუხოთ ოპოზიციის ნაცვლად თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ მათი შიშებიც მესმის. ისინი მარცხისთვის არიან განწირული – მათ არცერთ რაიონში და ქალაქში, როგორც მერების, ასევე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ.

ვფიქრობ, არანაირი სურვილი არ აქვთ, რომ წაგებულ ბრძოლაში შემოვიდნენ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ჩვენ დაწყებული გვაქვს მზადება არჩევნებისთვის – შეხვედრები, სიახლეების შემოტანა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს და ის „ანგრეულ-გაფარჩაკებულია.“

„ჩვენ მზად ვართ ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, სხვა დანარჩენი პროპაგანდაა, რათა გააჩინონ განცდა, რომ ახალი არჩევნები არ იქნება და პროტესტის მუხტი მიანელონ“ – თეონა აქუბარდია

მისივე თქმით, სხვა დანარჩენი არის პროპაგანდაა, რათა გაჩნდეს განცდა, რომ ახალი არჩევნები არ იქნება და ამით პროტესტის მუხტი მინელდეს.

„ოპოზიცია რეალურად, არ არსებობს – ანგრეულ-გაფარჩაკებულია. ეს არის ის რეალობა, თუ რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება. არსებითი მნიშვნელობა იმას არ აქვს ვინ იქნება ე.წ ლიდერი.

ლიდერი ნიშნავს იმას, რომ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, სარგებლობ საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტით, შენს მიმართ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუნდაც სიყვარული.

ავიღოთ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი – ვინ სარგებლობს ამ ყველაფრით, რაც ჩამოვთვალეთ? – ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას ეტყვიან გარედან და ვის დააყენებენ ამ რადიკალური დაჯგუფების ე.წ ლიდერად“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მათთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიცია.

გურამ მაჭარაშვილი: „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს აქვთ დაავადება – „ამოჩემების სინდრომი“ – რომელი არჩევნები უნდა დაინიშნოს?! დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები, მობრძანდით და სცადეთ ბედი!“

„ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებით არჩევნებისთვის. მთავარია ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენ არ ვმოქმედებთ იქიდან გამომდინარე თუ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია – გინდ ცალ-ცალკე, გინდ შეერთებული. ჩვენ მათი გაერთიანებებიც ბევრჯერ გვინახავს და ფანჩატურებიც.

არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ოპოზიცია მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს.

უამრავი პრობლემა და გამოწვევები არსებობს, რასაც წლების განმავლობაში პასუხი სჭირდება და საზოგადოება ელოდება კონკრეტულ პროექტებსა და ხედვებს თუ რა გაკეთდება რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ლევან მაჭავარიანი: „ოპოზიციას ვურჩევდი, მოემზადონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ ისევ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგონ – სალომე ზურაბიშვილის ოფისში „სახლობანას“ თამაშს, სჯობს, მალე დაუბრუნდნენ რეალობას“

დასმულ კითხვაზე, არის თუ არა ლიბერალი, კალაძემ უპასუხა: „არ ვარ ლიბერალი, არ მაქვს ეგ იდეოლოგია“. კალაძემ ამ კითხვას მას შემდეგ უპასუხა, რაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიმართ „საფარის ” ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებაზე კითხვას, სადაც პატარაიამ განაცხადა, რომ „გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელ კომისიის შეხვედრაზე მივფრინავ ნიუ იორკში. გავიგე, მაკა ბოჭორიშვილიც მოეთრევა“.

„ერთი და იგივე „მესიჯბოქსი“, მიდგომები და დამოკიდებულება აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, განსხვავებული აზრის მიმართ. მაშინვე მიდის თავდასხმა, შეურაცხყოფა. რომ ჰკითხო, ლიბერალები არიან და საერთოდ, ლიბერალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, ყველა ის დამოკიდებულება და მიდგომა, რაც აქვთ განსხვავებულ აზრთან, ლიბერალური ფაშიზმია. ფაშიზმი, რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული“. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g