რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთისა და აშშ-ის ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში შეძლებენ.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში”, – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს.
„უკრაინა თანახმაა 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს“ – საუდის არაბეთში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა