LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

147
საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა.

„2024 წლის 14 იანვარს, ქ. თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულმა, შელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა, ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპზე, ხოლო შემდეგ ძლიერად მოქაჩა თმაზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული და მოწმეები, მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ამსახველი აუდიოჩანაწერი.

მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა პატრულ-ინსპექტორი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის …

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on სამშაბათი, 11 მარტი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g