44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენი დედა მეოთხედ გახდა. მისი შვილის მამა 37 წლის ხოაკინ ველანტეა, სწორედ მის გამო დაშორდა მოდელი თავის მეუღლეს, ტომ ბრედის, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს.
მეოთხე შვილის მოლოდინში – 44 წლის ჟიზელ ბიუნდჰენის ვოიაჟი კოსტა-რიკას სანაპიროზე
ახლახან მედიაში ინსაიდერის განცხადება გავრცელდა. სანდო წყაროს ცნობით, ჟიზელი ტომ ბრედისთან ქორწინებაში თავს ჩრდილში გრძნობდა.
„ჟიზელი ამდენი წლის განმავლობაში ცნობილი მეუღლის ჩრდილქვეშ ცხოვრობდა. ის ამის გამო თავს ცუდად გრძნობდა, ხოაკინთან კი თავს იდეალურად გრძნობს. ეს ურთიერთობა მისთვის ჰარმონიასთან და თავისუფლებასთან ასოცირდება“, – აცხადებს წყარო.
ორსული ჟიზელ ბიუნდჰენისა და მისი საყვარელი მამაკაცის ტკბილი ვოიაჟი კოსტა-რიკას სანაპიროებზე
ცნობისთვის, გასულ კვირას მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ირინა შეიკმა და ტომ ბრედიმ რომანი განაახლეს. მეტიც, ტაბლოიდების ცნობით, წყვილმა ახალი წლის დღეები ერთად გაატარა, ისინი სამოგზაუროდ იყვნენ.
ირინა შეიკმა და ტომ ბრედიმ რომანი განაახლეს – ახალი დეტალები


