LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან მახაშვილი: „სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“

180
ლევან მახაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

„სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე „ხალხის ფულის ჭამით დაასრულა“.

მიხეილ სააკაშვილი: „დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“

„ოპოზიციას თუ მოუსმენ, ყველაფერი, მათი შეფასებით, არის ოპოზიციის დევნა, მაგრამ ფაქტია, დღეს კიდევ ერთხელ, სასამართლოთიც დადასტურდა, რომ ადამიანმა, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში კორუფციის დამარცხების ეგიდით მოვიდა, საქმე ხალხის ფულის ჭამით დაასრულა.

ეს, რაც ჩვენ ვნახეთ, არის 9 მილიონის, ხალხის ფულის გაფლანგვა, ხალხის ფულის ჭამა. ეს არის და ეს. ფაქტია, სასამართლოთი დადასტურდა, რომ 9 მილიონი იყო გაფლანგული ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო, არც მის წარმომადგენლობასთან, არც სახელმწიფო უფლებამოსილების განხორციელებასთან.

თინა ბოკუჩავა: „მზად ვარ ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა.

თანხები პირდაპირ იხარჯებოდა მის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში. საზოგადოებამ კარგად ნახა ეს, სასამართლო პროცესები საჯარო იყო და დეტალები ვნახეთ. მე ამ საქმეს შევაფასებდი ხალხის ფულის ჭამის საქმედ“. – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g