LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე, იტყუება დანაკარგზე, იტყუება ეკონომიკის ნამდვილ მდგომარეობაზე – შეეცდება ყველას ჩათრევას გაუთავებელ დისკუსიებში“ – ზელენსკი

134
ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე, იტყუება დანაკარგზე, იტყუება ეკონომიკის ნამდვილ მდგომარეობაზე – შეეცდება ყველას ჩათრევას გაუთავებელ დისკუსიებში, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„გუშინ მოვისმინეთ პუტინის განცხადებები – ის აყენებს გარკვეულ პირობებს, რაც აშკარად აჩვენებს, რომ მას არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. მას ომი სჭირდება – ეს ყოველთვის აშკარა იყო და ახლაც აშკარაა. პუტინი იტყუება ბრძოლის ველზე რეალურ სიტუაციაზე, იტყუება დანაკარგზე, იტყუება თავისი ეკონომიკის ნამდვილ მდგომარეობაზე, რომელიც დაზიანდა მისი არასწორი იმპერიული ამბიციებით და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დიპლომატია ჩავარდეს.

პუტინი ვერ გამოვა ამ ომიდან, რადგან მაშინ მას არაფერი დარჩება. ზუსტად ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს დიპლომატიის საბოტაჟისთვის, თავიდანვე, ცეცხლის შეწყვეტამდეც კი, უაღრესად მძიმე და მიუღებელი პირობების დაყენებით.

პუტინი შეეცდება ყველას ჩათრევას გაუთავებელ დისკუსიებში, ისევე, როგორც ეს “მინსკთან” გააკეთა, როდესაც დღეებს, კვირებსა და თვეებს უაზრო საუბრებში ატარებდა, სანამ მისი იარაღი განაგრძობს ხალხის მკვლელობას. ყველა პირობა, რომელსაც პუტინი წამოაყენებს, მხოლოდ ნებისმიერი დიპლომატიის დაბლოკვის მცდელობაა. ასე მუშაობს რუსეთი. და ჩვენ ამის შესახებ ყველას ვაფრთხილებდით“, – წერს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g