LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვაპირებთ, ლექციებზე შევიდეთ“ – საზმაუს ეთერში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ეთერი შედგა

300
2025-03-15_00-42-49_151237

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლებმა მოთხოვნის შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერი მიიღეს.

ეთერში ორი სტუდენტის, ნინი გოგიას და თემო ვაჭარაძის გარდა უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შალუტაშვილსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, რომელიც მაუწყებელს დისტანციურად ჩაერთო.

რექტორის თქმით, „პრობლემა, რომელიც მწვავედ იდგა 2 დღის წინ, აღარ არსებობს”.

მისი თქმით, მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, შეეცვალა ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი მკაცრი დისციპლინური ზომა, რის საფუძველზეც სტუდენტებს უნივერსიტეტიდან აღარ გარიცხავენ.

„დღეს არის უკვე აუცილებლობა დიალოგის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თანაარსებობა, თანამშრომლობა, სწავლა და რასაკვირველია, მე მზად ვარ გავითვალისწინო, გაგებით მოვეკიდო სტუდენტების ყველა წინადადებას, რომელიც არ შეზღუდავს სხვების თავისუფლებას…

მზად ვარ ყოველგვარი წინაპირობებისა და წინააღმდეგობის გარეშე მივიღო სტუდენტების ყველა კითხვა და ყველა პრობლემურ საკითხზე დავიწყოთ მსჯელობა, გვაქვს ამისი სივრცე, გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც შეგვიძლია გავხსნათ, მაგალითად, სადისკუსიო კლუბი“, – თქვა შალუტაშვილმა ეთერის დატოვებამდე.

ნინო გოგიას თქმით, განათლების მინისტრის ბრძანებით, ეთიკის კომისია არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელსაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება სტუდენტების დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე.

„დასაბუთებას ვიდრე არ მივიღებთ, მანამდე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, თუნდაც ლექციებზე შევიდეთ, რადგან ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პირველ რიგში, კანონს და მეორე რიგში, ჩვენს მორალს, რაც ყველაზე მაღლა დგას“, – განაცხადა გოგიამ.

თემო ვაჭარაძის განცხადებით კი, თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის წევრმა, გიორგი ფხაკაძემ მათ „სუნიანები” უწოდა, პატიმრების ბანერებს კი – „ძონძები”.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ისინი კვლავ მოითხოვენ რექტორის გადადგომას, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.

magti 5g