პარიზში დააგებენ ახალ გზას, რომელიც ქუჩებს გააგრილებს და ამასთან ბევრად უფრო წყნარს გახდის. უნიკალური საფარი საფრანგეთის დედაქალაქში შემოდგომისთვის გაჩნდება. ახალ გზას დასაწყისისთვის ქალაქის ცენტრალური ქუჩები მიიღებენ, მოგვიანებით კი ის სხვა რაიონებშიც დაიგება. ინოვაციური საფარი შუქს აირეკლავს და ხმას კი ჩაახშობს. მისი საიდუმლო ეს არის მიკროსკოპული ფხვნილი, რომელიც ბგერის 50%-ს ანეიტრალებს, ეს მაშინ როცა ჩვეულებრივი გზა ხმას კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს სძენს.
მსგავსი გზის საფარი საფრანგეთის ავტომაგისტრალებზე ცოტა ხნის წინ დააგეს, ამჟამად კი სპეციალისტები მისი სტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რათა გზამ ქალაქის ინტენსიურ მოძრაობას გაუძლოს.
