მომღერალი მარიამ როინიშვილი და მსახიობი ვახო კანდელაკი შვილს ელოდებიან.
სასიხარულო ამბავი საზოგადოებას მარიამმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გაუზიარა, სადაც რჩეულთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ შვილს ელოდება.
აღსანიშნავია, რომ მარიამი არაჩვეულებრივ ფორმაშია.
ცოტა ხნის წინ მან მორიგი ფოტო გააზიარა, სადაც ის მუცლით პოზირებს. ფოტოს აღწერაში კი წერს, რომ ის 33 კვირის ორსულია.
შეგახსენებთ, რომ ვახოსა და მარიამის რომანის შესახებ გარკვეული პერიოდის წინ გახდა ცნობილი.
მარიამსაც და ვახოსაც პირველი ქორწინებებიდან უკვე ჰყავთ შვილები.
„პირველი საერთო ფოტო ამ სივრცეში“ – ვახო კანდელაკი ახალ ფოტოს აქვეყნებს
ვიდეო: „უშველოთ იქნებ ვინმემ“ – ორსული მარიამ როინიშვილი სახალისო კადრებს გვიზიარებს
