მარიამ როინიშვილის უფროსი შვილი, ელენე მახარაძე იუბილარია. მარიამი შვილის ბავშვობაში გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს:
„დე, ჩემო ყველაზე საოცარო გოგო, შენ ჩემი ბედნიერება ხარ, შენ ხარ ცისარტყელა კიდევ უფრო მეტი ფერით, რომელსაც მე და შენ ვხედავთ, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი მაჩუქა… როდის გავიდა ეს 16 წელი?“, – წერს მარიამ როინიშვილი.
ელენე უამრავ მილოცვას და თბილ კომენტარს იღებს.





