LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ფარულავა: „როცა გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს – მისი პრემიერობის დროს ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები შემოდიოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ“

199
ლაშა ფარულავა

„როდესაც გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს, ეს არის ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს ქვეყანაში ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები შემოდიოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში პოლიტიკოსი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „გახარია – საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა:

„მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ოკუპანტის სახელით ივანიშვილის რუსული რეჟიმი მას უსჯიდა სამუდამო პატიმრობას… ზუსტად ვიცით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება გარდაუვალია“ – თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეაა, საქართველოს აღმშენებლობის და წლებია ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ვიბრძვით, ახლა კი გაჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები და გვიმტკიცებენ ოპოზიციონერობას და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას, რეჟიმს და ოლიგარქიას ებრძოლონ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან, ამით კი საპროტესტო მუხტი ზიანდება.

როდესაც გახარია სააკაშვილზე საუბრობს, პირი გამოირეცხოს, ეს არის ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს ქვეყანაში ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები შემოდიოდნენ და შეხვედრებს მართავდნენ.

ვინმეს დაავიწყდა 2018 წლის არჩევნები, ის თუ რაც მოხდა ზუგდიდში, მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან მორჩილებას რომ ითხოვდნენ და კონკრეტული ადამიანი რომ შეეწირა?“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა

მიხეილ სააკაშვილი: „მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც – საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ!“

მე თქვენთვის საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც. საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“, სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, რითაც უკანონოდ საზღვრის კვეთის საქმეზე მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით […]

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბოლო დღეებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, ლაშა ფარულავას შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური პირია ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის არ შეწყალებით მან როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება, ვამზადებ ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს, ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი

„ადამიანი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელმაც ევროკავშირის დროშა პირველმა ასწია და კავკასიის რეგიონში დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა და ხელისუფლება მშვიდობიანად გადააბარა. მისი პატიმრობა კრემლის პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

31 მარტს აქციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, „ნაციონალური მოძრობა“ ყველაზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი“. – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g