LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტის გამოყენება საქართველოში’’

119
476504240_1188802822681641_3841686372166719114_n

„რეაბილიტაციური ინტერვენციების პაკეტის გამოყენება საქართველოში’’ – ამ სახელწოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2025 წლის მარტში ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2023 წელს რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული სიტუაციური ანალიზის შედეგებს ასახავს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯანმომ საქართველოში რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობის ანალიზი ჩაატარა. 

52 გვერდიანი ანგარიში აერთიანებს იმ პრაქტიკას, რაც საქართველომ რეაბილიტაციური სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით დააგროვა. 

დოკუმენტში ასახულია ის ნაბიჯები, რაც საქართველომ ჯანმოს მიერ შემუშავებული რეაბილიტაციური სერვისის პაკეტების დასანერგავად და ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ქვეყანაში პირველი რეაბილიტაციური მომსახურების პაკეტის შემუშავების პროცესში გადადგა. ასევე, ანგარიში დემონსტრირებას ახდენს თუ როგორ გამოიყენებოდა რეაბილიტაციური სერვისის პაკეტები პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის დროსაც. 

ჯანმოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ რეაბილიტაციური სერვისის პაკეტების გამოყენებისას როგორ უნდა მოხდეს ბენეფიციარების პრიორიტეტიზაცია, რა კრიტერიუმები უნდა იქნას გამოყენებული და ამ პროცესში რამდენად მნიშვნელოვანია ეტაპობრივი მიდგომა. ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა იმ ნაბიჯებს, რაც საქართველომ პრიორიტეტების განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავებისთვის გადადგა. 

ჯანმო აღნიშნავს, რომ საქართველო მუდმივად განაგრძობს მიღებულ შედეგებთან ადაპტირებას და მომსახურების პაკეტების დახვეწას, მათ შორის სერვისებთან ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

ჯანმოს ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, ასევე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან, კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკიდან, საერთაშორისო ფონდიდან „კურაციო’’, ჯანმრთელობის სისტემების გაძლიერების აქსელატორიდან, სარეაბილიტაციო ცენტრიდან BAU International Hospital.

ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც ანგარიში მომზადდა – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას იმ პროფესიონალებმა მიაწოდეს, რომლებიც რეაბილიტაციის სფეროში მუშაობენ და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი პროფესორი ირაკლი ნატროშვილია – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი და კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ხელმძღვანელი.

ირაკლი ნატროშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ქ.თბილისის კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკის ხელმძღვანელი; 

„ჯანმოს ანგარიში კიდევ ერთი ბიძგია, რომ სარეაბილიტაციო მომსახურება მომავალში აქტიურად განვითარდეს საქართველოში. დღეს სახელმწიფო უკვე აფინანსებს ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციას, ასევე თავის და ზურგის ტვინის ტრავმების შემდგომი მდგომარეობების რეაბილიტაციას. თუმცა, სხვა მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაციური მკურნალობა. მაგ: მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირების შემდგომი რეაბილიტაცია. ბევრი ოპერაცია კეთდება ამ მიმართულებით, მაგრამ რეაბილიტაციის კუთხით სიცარიელეა. 

ჯანმოს კვლევა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგანაც ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოში ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება დაიწყო. 2022 წლამდე სახელმწიფო პროგრამის სახით ზრდასრულთა რეაბილიტაციური სერვისები საერთოდ არ ხორციელდებოდა. 

კენ ვოლკერის კლინიკა 2020 წლის ივნისში გავხსენით. სწორედ ამ დღიდან  შეიქმნა ადგილი, სადაც შეიძლებოდა განვითარებულიყო სარეაბილიტაციო პროგრამა. სახელმწიფომაც დაინახა, რომ უკვე არსებობს რეაბილიტაციური პროგრამების სერვისების განვითარების რესურსი და მართლაც, 2 წელიც არ დასჭირდა ამას – სახელმწიფომ შექმნა ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამა“.

ვრცელ ვერსიას გაეცანით აქ.

magti 5g